არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული შსს-ს თანამშრომლები ბრალს არ აღიარებენ

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ თანამშრომელს, რომლებიც ჯარისკაცების მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს, ამ წუთებში ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. მათი ადვოკატები, მოდულის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე შევიდნენ.

როგორც ადვოკატები ამბობენ, რომ ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. დავით ჭიკაიძე ადვოკატმა, თქვა, რომ გამოძიების ფარგლებში მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ორჯერ მისცა გამოძიებას ჩვენება. ასევე ჩააბარა ტელეფონი სადაც არ აღმოჩნდა ვიდეოები, რომლებიც გამოძების მტკიცებით საქმეში დევს.

"ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს გუშინ შევხვდი ვისაუბრეთ, ჩვენებასთან დაკავშირებით ის აუცილებლად ჩამოაყალიებებს პოზიციას და მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო ორგანოსა და საზოგადოებას", - ამბობს, დავით ჭიკაიძე, დიმიტრი დევდარიანის ადვოკატი.

მაგდა კონტრიკაძის, გიორგი ბიჩინაშვილის ადვოკატის თქმით, საქმის მასალები უფლებადამცველებისთვის ჯერ არ გადაუციათ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.

საქმეს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 9 თვის განმავლობაში იძიებდა. ისინი სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი