15-მდე ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს -  ბიზნესსექტორი, კომენდანტის საათის გაუქმებას, ტურისტული სეზონისთვის მზადების დაწყებას და ვაქცინაციის დაჩქარებას მოითხოვს.

მათ, თქმით, ისინი ხელისუფლებას სამოქმედო გეგმას სთავაზობენ, რომლის მიხედვითაც უნდა შეიქმნას, ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლაზე იმუშავებს.

"ობიექტებთან ერთად, დაახლოებით 200 000-მა ადამიანმა დაკარგა სამსახური. თუ ვისაუბრებთ სარესტორნე ბიზნესზე დაახლოებით ობიექტების 60% აღარ არსებობს. ეს არის ეკონომიკაში დაკარგული თანხა", - ამბობს, რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე

"თუ ეკონომიკის გამოცოცხლებაზე ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია პოლიტიკის გადახედვა იქნება, ეს კომენდანტის საათის მოხსნა თუ ვადის გაგრძელება. ზაფხულის პერიოდი იწყება, ტურიზმის სექტორი უნდა აღდგეს და ამისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საღამოს მეტი დრო და სივრცე არსებობდეს", - თქვა ლევან ყარალაშვილმა, "თბილისი ცენტრალის" დირექტორმა. 

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი