რუსული ინტერესების გარდა, ფოთის პორტი - მიზეზი, რის გამოც ანაკლია "ჩაძირეს" 

გამოქვეყნდა:

ანაკლიის პროექტი რუსულ გავლენებთან ერთად პირადად ოლიგარქ ივანიშვილის ფინანსურ ინტერესებს შეეწირა.

სკანდალური კვლევაში, რომელსაც "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აქვეყნებს, პირდაპირ წერია რა გახდა უდიდესი პროექტის დაკონსერვების მიზეზი - ეს ანაკლიის კონკურენტი ფოთის პორტია, სადაც ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ოლიგარქის კარის ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილისა და მოქმედი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილი ინტერესები ნათლად იკვეთება.

ჩხარტიშვილიც და ღარიბაშვილიც საერთაშორისო სკანდალში გახვეულ იმ ჩინურ კომპანიასთან დაკავშირებულ ბიზნეს ჯგუფებში ფიგურირებენ, რომელიც ფოთის პორტთან არსებული ინდუსტრიული ზონის წილის მფლობელი იყო.

ყველაფერი უკიდურესად საეჭვო ჩინური კომპანია CEFC China Energy -სგან დაიწყო, რომელიც ფოთის პორტთან არსებული ინდუსტრიული ზონის წილის მფლობელი იყო, მაგრამ კომპანია საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, მას იარაღით ვაჭრობასა და ირანის სანქციებისთვის თავის არიდებაში დახმარებას ედავებოდნენ, კომპანიის დამფუძნებელი და ყოფილი ხელმძღვანელი იუ ჟიანმინგი, რომელიც 2016 წელს საქართველოშიც იყო ჩამოსული და პრემიერმინისტრს შეხვდა, ძებნილია.

ასეთი საეჭვო გარემოებების მიუხედავად ჩიუნური კომპანიის აქტივების მმართველი ახალი "ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის“გახდა- სწორედ აქ ჩნდება პირველად ირაკლი ღარიბაშვილის სახელი და გვარი. ის სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად დაინიშნა. 

ევროაზიური მენეჯმენტ ჯგუფის ნახევრის მფლობელი "ევრაზიან ინვესტია", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვანო ჩხარტიშვილია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი