სამ მილიონიანი კონტრაქტი უტენდეროდ - კომპანია "ანაგი" საიათნოვას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს

გამოქვეყნდა:

კორუფციული სქემა კომპანია "ანაგის" სასარგებლოდ. საიათნოვას ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია "ანაგი'' ტენდერის გარეშე შეასრულებს, "თბილისის განვითარების ფონდი'' კი მას სამ მილიონ ლარზე მეტს გადაუხდის.

ოპოზიციის შეფასებით, ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ ხელშეკრულება, საგანგებო მდგომარეობის დროს, სწორედ იმ კომპანიას მოარგო, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება. ტოგონიძე სხვადასხვა დროს ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა, "ანაგი" კი ოლიგარქის ხეების გადატანის პროცესში აქტიურად არის ჩართული.

ეს, (ტოგონიძე) რომელიც ფონდში ჰყავს კალაძეს დანიშნული, საგანგებო სიტუაციის დროს, გაგანია ფორს მაჟორში, როცა ადამიანებს გადაადგილების უფლება არ ჰქონდა, სამი მილიონ 200 ათასი ლარის კონტრაქტი გაუფორმა  ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ანაგს", რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეებს დაატარებს იქით-აქეთ, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი