„მოდით რა, რეალისტები ვიყოთ. მსოფლიოში ვაქცინების უზარმაზარი დეფიციტია და თვითონ იმ ქვეყნებს არ ჰყოფნის, რომლებიც ამ ვაქცინებს აწარმოებენ"- ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე კითხვას, რამდენად შესაძლებელია ქვეყანაში "ფაიზერის" ვაქცინის დროულად და საკმარისი რაოდენობით შემოსვლა:
"ჩვენ იმ ქვეყნებს უნდა მივბაძოთ, რომლებმაც ჭკუა იხმარეს და მშვენივრად გამოიყენეს შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოსახლეობა სხვადასხვა, ძალიან კარგი ვაქცინებით აეცრათ. მაგალითად, „სინოფარმის“ ვაქცინით, რომელიც ძალიან მაღალი ხარისხისაა“ - ამბობს პაატა იმნაძე "პირველი არხის" ეთერში.
ჩინური "სინოფარმით" აცრა ქვეყანაში 4 მაისიდან უნდა დაიწყოს.
"სინოფარმის" 100 000 დოზა საქართველოში 3 აპრილს შემოვიდა. გარდა ამისა, ქვეყანამ საჩუქრად მიიღო კიდევ ერთი ჩინური ვაქცინა - "სინოვაკის" 100 000 დოზა. არცერთ ვაქცინას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.