1 წლიანი პაუზის შემდეგ, დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი დანიშნეს

გამოქვეყნდა:

მთავრობის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსად შალვა ლომიძე დანიშნა. 

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან იზორია გერმანიაში, ელჩად მიავლინეს და თითქმის 1 წლის განმავლობაში ქვეყნის დაზვერვას ხელმძღვანელი არ ჰყავდა.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები განიხილეს", - წერს უწყება.

შალვა ლომიძე დღემდე დაზვერვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი იყო, ხოლო 2014-2020 წლებში - დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი