„ნამახვანჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ხელისუფლების ახალი გადაწყვეტილებები დღეს გახდა ცნობილი ტერიტორიაზე.
დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ" ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავე თემაზე:
ნამოხვანჰესის კაშხლის მშენებლობაზე 9-12 თვიანი მორატორიუმი გამოცხადდა