პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად "ოცნებამ" კახა კუჭავა დაასახელა

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი კახა კუჭავა იქნება. ამის შესახებ "ქართული ოცნების" ოფისში, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდგ გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. კუჭავა პარტიის თამჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

კახა კუჭავამ არჩილ თალაკვაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, მისი თქმით, თალაკვაძეს "ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში მოუწია თავმჯდომარის პოსტის დაკავება და მან ძალიან ღირსეულად გაართვა ამ ყველაფერს თავი".

"მადლობა გუნდს ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიაზრებ. როგორც ყოველთვის ვამბობდი, ის გამოწვევბი, რომლის წინაშეც დაგს პარლამენტი ჩვენ უნდა გამოვიყენოთ როგორც შესაძლებლობა. ჩვენ ორშაბათიდან ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს, როდესაც ყველა პარტია ერთად უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილები და ვიღებდეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც მნიშნელოვანია ჩვენი გუნდისთვის", - თქვა კახა კუჭავამ. 

დღეს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო არჩილ თალაკვაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი