ხატია დეკანოიძემ ძმებ ჭელიძეებსა და წულუკიძეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და საქმის ობიექტური გამოძიება მოითხოვა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ბათუმში დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას ითხოვს. ხატია დაკანოიძის თქმით, წულუკიძეებისა და ძმები ჭელიძეების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და მათი დაკავება პოლიციის მოწყობილი პროვოკაციის საფუძველზე მოხდა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, რეგიონებში გახშირდა მათი მხარდამჭერების დევნა, რის გამოც ის არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს დაინტერესდნენ.

დაპირისპირება, რომლის გამოც სამართალდამცავებმა  6 პირი დააკავეს, 12 აპრილს გუმათში, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე მოხდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი