"თალაკვაძის გადადგომა მიუთითებს, რომ რღვევა დაწყებულია" - "ოცნების" როტაციას ოპოზიცია აფასებს

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ოპოზიცია აფასებს. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები
ამბობენ, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" ჩამოშლის პროცესი მიმდინარეობს"და "ქვეყანაში რღვევაა დაწყებული".

ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძეს დოკუმენტზე ხელმოწერა ბიძინა ივანიშვილმა არ აპატია. რადგან თალაკვაძის გადადგომით, მმართველმა პარტიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ მოლაპარაკების პროცესში "ქართული ოცნება" დამარცხდა".

ოპოზიიის ნაწილსთვის ასევე გაუგებარია, ვინ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ "ოცნებამ" დოკუმენტით გათავალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი თქვა.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სპიკერის თანამდებობა დღეს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი