"მინდა გამოვეხმაურო იმ კამპანიას, სასოწარკვეთილ კამპანიას, რომელსაც ეწევა "ქართული ოცნება", მაგრამ არაფერი არ გამოსდის და რომელშიც ჩართეს ალეკო ელისაშვილი, იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი. ადამიანები, თავად თავს რომ ასაღებენ ოპოზიციონერებად, რატომ არ ეუხერხულებათ, რა შუაში არიან ოპოზიციასთან... ...როდესაც ელისაშვილის, იაგო ხვიჩიას, ვახო მეგრელიშვილს და "ქართულ ოცნების" დეპუტაციას ვუყურებ, ბედნიერები არიან, ფიქრობენ რომ ბედისწერა მათით დაინტერესდა. გამოვალ და სათანადო ყურადღებას მაგათაც მივაქცევ, იმიტომ რომ ჩემთვის "ქართული ოცნება" და აი ეს ბატონები ერთი და იგივეა",
ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმდჯომარე ნიკა მელია ალეკო ელისაშვილზე, იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილზე "მთავარ არხთან" ინტერვიუში.