ინტერვიუ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან - ნიკა მელია "მთავარ არხთან" ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კვირას აჯამებს. დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერის პოზიცია დღეს კიდევ უფრო მყარი და ფოკუსირებულია, ვიდრე მაშინ, როცა ხელისუფლებამ ციხეში გაუშვა. ნიკა ხშირად ამბობს ხოლმე ამას და ამ ინტერვიუშიც გაიმეორა, რომ ბრძოლა მხოლოდ აძლიერებს და ეს ამ ბოლო ინტერვიუშიც კარგად ჩანს.
"არა უსამართლო ამნისტიას" - ასეთია ნიკა მელიას, დაპატიმრებული ოპოზიციური ლიდერის მოწოდება იმ კოლეგებისადმი, ვინც ახლა ჯალათების ამნისტიაზე მორალური პასუხიმსგებლობის "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის გადაბარებას ცდილობს.
ვერცერთ ეტაპზე ჩემზე გამარჯვება ვერ მოიპოვეს და პირიქით, რამდენჯერაც შემომიტიეს, იმდენჯერ გამაძლიერეს. ვერც დაჭერით დამაკლეს ვერაფერი კი არა, პირიქით, ვერც სხვადასხვაგვარი ცილისწამებით და ხვდებიან, რომ ამ პრინციპებს არ გადავუხვევ და ვარ ურყევი ჩემს იდეასთან მიმართებით, - ამბობს ნიკა მელია.
იხილეთ ასევე: