გირაოს გადახდაზე დათანხმება, ჩემთვის, ბრალის აღიარებას ნიშნავს - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"რამდენადაც თანმიმდევრული ვიყავი დასაწყისში, იმდენად თანმიმდევრული ვარ ახლაც. ვთქვი, რომ მოწყალებას გამოსასყიდის სახით არ მივიღებ. ესაა ჩემი პრინციპი, ჩემი იდეა. ..ვრჩები თანმიმდევრული. რა შეიცვალა ამ 2 თვის განმავლობაში, ან რა შემატყვეს იმაზე, რომ რაიმე სახით გავიჭედე?! გაიჭედნენ ისინი. ამიტომ ვერ იჯერებენ გირაოს ჩარიცხვაზე როგორ ვუთხარი უარი ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს. იმიტომ რომ გამოსასყიდად განვიხილავ ამას. ეს ჩემთვის არის ბრალის აღიარების ტოლფასი კი არა, ბრალის აღიარება და რატომ უკვირს ვინმეს, რომ ვიღაცას მე უარი ვუთხარი. პირველივე დღიდან ამას ვსაუბრობ".

- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარ არხთან" ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი