"შეურაცხყოფილად თავს რატო ვგრძნობ იცით?! - ვგრძნობ თავს იმიტომ, რომ ვიღაცა მოძალადეები უნდა იყვნენ პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული. ეს არის ჩემთვის შეურაცხმყოფელი და დამამცირებელი. ვდარდობ, ვდარდობ იმიტომ, რომ მენანებით ყველა ჩემი კოლეგა, რომელმაც ამაში შეიძლება ამაში მონაწილეობა მიიღოს. იმიტომ, რომ ვიცი, რა რისხვა დაგვატყდება თავს საზოგადოების მხრიდან. მათ ვერ გავამტყუნებთ და მეტიც, ერთგვარი დისკრედიტაცია მოხდება მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარის. იმიტომ, რომ 20 ივნისი არის იმაზე მეტი, ვიდრე შეიძლება ბევრს ჰგონია. ახლა, დიდი პატივისცემით ქალბატონ დეგნანთან, ის მემგონი არც იყო 2019 წლის 20 ივნისს აქ, მას ჩვენ ვერ მოვთხოვთ, რომ გაითვალისწინოს კობა ლეთოდიანის, მაკო გომურის, გიორგი სულაშვილის წუხილები. ვერ მოვთხოვთ! შეიძლება, არ არის ბოლომდე საქმის კურსში, მაგრამ ქართულმა საზოგადოებამ ხომ იცის ეს რას ნიშნავს. არავის გვაქვს უფლება, ერთი მოძალადე მაინც გავათავისუფლოთ პასუხისმგებლობისგან.
დარწმუნებული ვარ, რომ დიდი ხანი აქ არ ვიქნები და აუცილებლად გამოვალ. აუცილებლად გამოვალ და აქტიურად ჩავერთვები იმ პროცესებში, რომელშიც ვიყავი ჩართული".
- ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავარი არხისთვის" მიცემულ ინტერვიუში.