ფიზიკური დაპირისპირება სალხინოს ტაძართან - მობილიზებულია პოლიცია 

გამოქვეყნდა:

ხელჩართული დაპირისპირება სალხინოს ეკლესიის ეზოში - ხმაური და უკმაყოფილება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა.

ადგილზე მივიდა ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე, რომელიც ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალხინოს ტაძარში გეგმავს წირვის ჩატარებას. თავდაპირველად მრევლის ნაწილი მას ტაძარში შესვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა მიტროპოლიტმა ეკლესიამდე მისვლა მოახერხა და ამ დროისათვის ტაძარში უკვე წირვა მიმდინარეობს.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. 

არსებული ინფორმაციით, დაზაიანებები მიიღო მამა ანანია კალანდიამ.

რაც შეეხება ბიზნესმენ კეკუტიას-  ბოლო დღეებში ის აქტიურად ჩნდება ეპარქიაში, რაც ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს.

მეუფე დანიელი, რომელიც მიტროპოლიტმა სტეფანემ ტაძრის წინამძღვრობიდან გადააყენა, ამბობს, რომ კეკუტიას იმ ტერიტორიაზე, სადაც სალხინოს ტაძარია, ბიზნესინტერესები აქვს. მისივე თქმით, მეუფე სტეფანეს დასახვედრად დღეს ტაძარიც მოამზადეს და ერთადერთი თხოვნა რაც მასთან ჰქონდათ იყო ის, რომ იქ კეკუტია არ მიეყვანა.

სალხინოში, მოსალოდნელი დაპირისპირების შესახებ ჯერ კიდევ გუშინდლიდან ვრცელდება ინფორმაცია. ამასთან დაკავშირებით, გვიან ღამით სპეციალური მიმართვაც გაავრცელა მეუფე სტეფანემ.

ამავე თემაზე:


 


 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი