
ტახტისძირი-დირბის გასაყართან განვითარებულ მოვლენებს, ადგილზე გაეცნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გიორგი ჩალაძემ და გიორგი კაპანაძემ, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად ის ადგილები ნახეს, სადაც ბოლო დღეების განმავლობაში ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ისინი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებთან ერთად ტახტისძირში იმყოფებოდნენ მოძრაობა " საქართველოსთვის" წარმომადგენლები.
ქარელის სოფლებში ოკუპანტებმა უკანონო ბორდერიზაცია 20 აპრილს დაიწყეს. ხის ძელები სოფელ დვანში, დირბსა და ტახტისძირთან 500 მეტრის სიგრძეზე, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში დაამონტაჟეს.
ამავე თემაზე:
მოლოდინია, რომ მდინარე ფრონემდე ჩამოვლენ - ტახტისძირში ოკუპანტები გამოჩნდნენ