როტაცია "ოცნებაში" - მორიგი სავარაუდო ცვლილებები

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ, მმართველ პარტიაში სავარაუდოდ გაგრძელდება ცვლილებები და როტაცია - როგორც ამას თავად "ოცნების" წევრები უწოდებენ. სინიუსის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარეობას დატოვებს ირაკლი კობახიძე, ფრაქციის თავმჯდომარეობას მამუკა მდინარაძე და პოლიტსაბჭოს - დიმიტრი სამხარაძე.

არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" პარტიას პრემიერი ღარიბაშვილი ჩაიბარებს.

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარეობა გუშინ დატოვა. მისი გადადგომის მიზეზები დაუჯერებელია ოპოზიციისთვის.

თალაკვაძეს კახა კუჭავა შეცვლის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი