
სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტში უნდა ჩაიდოს პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე. განცხადება სამადაშვილმა "სტრატეგია აღამაშენებლის" ოფისში, სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა:
"ამნისტია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გავრცელდეს კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ადამიანებზე, რომლებსაც უკვე აქვთ წაყენებული ბრალი, დემონსტრანტების მხრიდან, ეს არის 16 ადამიანი და სამ პოლიციელზე არის საუბარი, თუმცა ჩემი აზრი მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი რაც უნდა ჩაიდოს ამნისტიის კანონპროექტში - ეს არის პრინციპი დაზარალებულის თანხმობის ამნისტირებაზე. ვნახოთ რა პოზიცია ექნება "ქართულ ოცნებას" ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით" - ამბობს სამადაშვილი
ამავე თემაზე: