
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთადერთ შეცდომად, 20 ივნისის დაზარალებულებთან წინასწარ კომუნიკაციის არ ქონას მიიჩნევს და მათ ბოდიშს უხდის.
ვაშაძე ამბობს, რომ მნისტიის კანონი „თვალისმთხრელ ჯალათებზე“ არ გავრცელდება და ამის გარანტიასაც იძლევა:
„ერთი რამ გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ ჯალათებზე არ ვრცელდება. ამის უფლება საქართველოს პარლამენტს არ აქვს, კონვენციით დაცული მუხლებია. იმედი მაქვს, ამ სპეკულაციებს არ გააგრძელებენ პოლიტიკოსები.
ღიად ვაცხადებ, ერთადერთი ჩვენ შეცდომად, რასაც მივიჩნევ არის, ეს ერთი შეცდომა გვაქვს და გულწრფელად ამისთვის ვიხდი ბოდიშს, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ წინასწარ დაზარალებულებთან კომუნიკაცია, რომ კარგად აგვეხსნა, რაზე იყო საუბარი. ამას ნამდვილად ვთვლი ჩვენ შეცდომად." ამბობს ვაშაძე.
მისი თქმით, ამიერიდან დაზარალებულებთან კომუნიკაცია მუდმივად ექნებათ - "უბრალოდ ტურბულენციურ გარემოში სამწუხაროდ, ეს თემა ვერ დავაორგანიზეთ. ეს არის ჩვენი შეცდომა და ბოდიში დაზარალებულებს"- ამბობს ის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციონერების სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ.