აჭარაში კორონავირუსის გამო 13 სკოლა და 6 ბაღი დახურულია

გამოქვეყნდა:

აჭარაში კორონავირუსის გამო 13 სკოლა და 6 ბაღია დახურული. გარდა ამისა, 24 კლასი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. 

დღეს, 26 აპრილს აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 121 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 

აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კიდევ 18 პაციენტი გარდაიცვალა.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.  

ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 147 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 125 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,1 მილიონზე მეტი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი