თალაკვაძის ახსნა-განმარტება სავსებით ლოგიკურია - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

ის ახსნა-განმარტება, რაც მან გააკეთა, სავსებით ლოგიკურია - აცხადებს "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განმარტებების კომენტირებისას.

„ის იყო და არის ჩვენი გუნდის გამორჩეული ლიდერი. ის ახსნა-განმარტება, რაც მან გააკეთა, სავსებით ლოგიკურია. ის იყო აქტიური მხარე დაძაბული მოლაპარაკებისა. პოლიტიკური პროცესის დროს, როდესაც დღეს პარლამენტში თვისობრივად შეიცვალა მდგომარეობა და ოპოზიციის ნაწილი შემოსულია, უმჯობესად ჩაითვალა, რომ თავმჯდომარე ყოფილიყო ამ პროცესისგან უფრო დისტანცირებული ადამიანი“, - ამბობს ქადაგიშვილი

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 აპრილს დატოვა და თქვა, რომ მისი ადგილი დარბაზშია და არა სპიკერის პოზიციაზე
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი