
"15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი ქვეყანა მზად იქნება მიიღოს უცხოელი ტურისტები" - განცხადება ამის შესახებ პრემიერმინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა.
გიორგი გახარია ამბობს, რომ პანდემიის პირველი და ყველაზე დიდი მსხვერპლი სწორედ ტურიზმი აღმოჩნდა და საჭიროა დროულად იქნეს მიღებული გადაწყვეტილებები სფეროს დასახმარებლად.
ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორების შექმნით მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია,- ამბობს გახარია.
პრემიერის თქმით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც უცხოელი სტუმრების მისაღებად საზღვრებს გახსნის.
პრემიერის თქმით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება.