სუს-ის ანგარიში - ხელისუფლება არ პასუხობს კითხვას, რატომ წაიშალა 20 ივნისის ჩანაწერები

გამოქვეყნდა:

რა საფრთხეები გამოიკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა? - დღეს, 26 აპრილს პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველწლიურ ანგარიშს წარადგენს. სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომის წინაშე სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი წარდგება. 

ბატიაშვილმა და მმართველი გუნდის წევრებმა არ უპასუხეს "მთავარის" კითხვას, რატომ წაიშალა 20 ივნისის ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, სახელმწიფოს დანაშაული იყო ასახული. 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო მოსმენებს არ ახორციელებს, დღეს ფარული საგამოძიებო მოქმედებები და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები ხორციელდება ქვეყანაში მხოლოდ კანონის საფუძველზე. უსაფრთხოების სამსახური არანაირ უკანონო და არალეგალურ საქმიანობაში ჩართული არაა", - თქვა "ოცნების" დეპუტატმა.

ჯერ უცნობია სხდომაზე წარდგენის შემდეგ უპასუხებს თუ არაა მედიის კითხვებს ალექსი ბატიაშვილი.

წაშლილი ჩანაწერებისა და ანა დოლიძეზე, ფარული მიყურადების შესახებ "პოსტ ფაქტუმთან" შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა ივანე გულაშვილმა ისაუბრა. გულაშვილი ამბობდა, რომ დავალებებს პირადად შს მინისტრის მაშინდელი მოადგილისგან, კახა საბანაძისგან იღებდა.

ივანე გულაშვილის ინტერვიუ

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი