
"ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით ტერმინში, რომ ახლა რაღაც გაახსენდა მთავრობას, გადახედეთ ჩვენ მოღვაწეობას ხელისუფლების, ქართული ოცნების და ყოველწლიურად ნახავთ ძალიან დიდ ინფრასტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტებს, რომლებიც სწორედ რეგიონებში ხორციელდებოდა. [...] სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, გზებიც შენდებოდა არა მარტო მაგისტრალური, არამედ ადგილობრივი დანიშნულების, წყალგაყვანილობა, გაზიფიკაციამ იცით, რომ უზარმაზარი მასშტაბი შეიძინა, ისეთ სოფლებში შევიყვანეთ გაზი, სადაც სსრკ-ს დროს ოცნება და ფიქრიც კი არ შეეძლოთ ამის შესახებ, ინტერნეტიზაციის პროექტი დავძარით... [...] არანაირი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან".
თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ "რეგიონების განახლების" პროექტზე საუბრისას