"არავის არაფერი დაუყენებია" - სუს-ის უფროსის მოადგილე ანა დოლიძის თვალთვალზე

გამოქვეყნდა:

არავის არაფერი დაუყენებია - ასე პასუხობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე  ჟურნალისტების კითხვას, მიმდინარეობდა თუ არა ანა დოლიძის მისამართით უკანონო მიყურადება.

ალექსი ბატიაშვილის მტკიცებით, სუს-ი ფარული მიყურადებას მხოლოდ კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებს.

"არავის არაფერი დაუყენებია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკანონო მოსმენას არ ახორციელებდა და არც არასოდეს განახორციელებს. თუ ხორციელდება ფარული მიყურადება, ეს ხორციელდება ცალსახად კანონმდებლობის სრული დაცვით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე",-თქვა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება 2019 წლის 20 ივნისის საქმეს, რომელზეც შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა, ივანე გულაშვილმა ინტერვიუ "პოსტ ფაქტუმს" მისცა და თქვა, რომ უწყებამ 20 ივნისის საქმეზე პარლამენტთან დამონტაჟებული ვიდეო-კამერების ჩანაწერები წაშალა.

როგორც ბატიაშვილი ამბობს, სახელწიფო უსაფრთხოების სამსახური კადრებს არ ანადგურებს.

"სერიოზულად მაგაზე ვერ გიპასუხებთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არაფერს არ ანადგურებს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, არაფერი განადგურებულა. აღნიშნული პიროვნების განცხადებაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება გასცემს შესაბამის პასუხს",-თქვა მან.

უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობდნენ კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას ბატიაშვილმა, თუმცა მოსმენის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან, უკვე აღარ დააკონკრეტა რომელ ქვეყანაზე, ორგანიზაციასა და პიროვნებებზეა საუბარი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი