
ეკონომიკის მინისტრი რუსი ტურისტების მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს. ნათია თურნავა ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ზომების დაცვით მზად არის რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.
ამ წუთას, რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე, რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს, - აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა და მთავრობამ დღეს ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, 1-ლი ივლისიდან კი უცხოელი ტურისტების მისაღებად გაიხსნება.