
მთავრობამ კიდევ ერთი, ამჯერად 35 მილიონი ლარის ღირებულების შიდა ვალი აიღო. ფინანსთა სამინისტრომ 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. შესაბამის ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 73 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.450 პროცენტით, მაქსიმალური 8.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.650 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონური საპროცენტო განაკვეთი 8.125 პროცენტს შეადგენდა", - წერია სებ-ის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ 6 თვეში. ამავე თემაზე: