პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის შეხვედრა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პარლამენტში 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ რომელ მუხლებზე უნდა გავრცელდეს ამნისტია. 

შეხვედრა დახურულია. როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ "დღის სტუმარის" ეთერში თქვა შეხვედრას მოლაპარაკებას "ოცნების" მხრიდან ირაკლი კობახიძე და კიდევ 3 დეპუტატი ესწრება.

ოპოზიციის მხრიდან კი გიორგი ვაშაძე, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, ხათუნა სამნიძე, არმაზ ახვლედიანი და სხვები. 

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და 20 ივნისს დაზარალებულები ეწინააღმდეგებიან, რომ ამნისტიის კანონპროექტი ყველაზე თანაბრად გავრცელდეს. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი