ოკუპანტების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს თავშესაფრის თხოვნით მიმართონ. ამ თემაზე ზაზა გახელაძის ცოლმა და დედამ გუშინ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს.
"ჩვენ, ოჯახი არ ვაპირებთ გაჩერებას, ის მოთიმენა რაც იყო, უკვე მორჩება. დავაანონსეთ გარეთ გასვლა, არ გამოვრიცხავთ აქციებსაც. პირველი ესაა, რომ შევხდებით პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერს, აქედან დაიწყებთ შეხვედრებს, გავივლით ყველა იმ ინსტანციას. არაა გამორიცხული, რომ თავშესაფარი ვთხოვოთ ნებისმიერ სახელმწიფოს. რთული იქნება ეს ჩემთვის, მაგრამ მე ამას გავაკეთებ", - თქვა ირმა ბუთხუზმა.
ზაზა გახელაძის დედა, ნანა ბუნტური ამბობს, რომ 9 თვე-ნახევარი გავიდა და შედეგი ამ დრომდე არ აქვთ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ოჯახს აქციების გარდა სხვა გზა არ დაუტოვა.
შეგახსენებთ, ამ დროისათვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ ჰყავს დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე. მათ საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებიან. გენადი ბესტაევს 3-წლიანი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, ხოლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი ე.წ. სასამართლოს მიერ.
ამავე თემაზე: