გახელაძეების ოჯახთან პოლიციის მანქანები დგას - რა ხდება ადგილზე

გამოქვეყნდა:

ხელისუფლებისადმი კრიტიკული განცხადებების შემდეგ, ზაზა გახელაძის ოჯახის სახლთან პოლიციის მანქანები დგანან და ოჯახში შემსვლელებსა და გამომსვლელებს ფოტოებს უღებენ.

ოკუპანტების მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიუხედავად ხელისუფლების დაპირებისა, ისინი შედგეს ვერ ხედავენ.

"9 თვე ნახევრის შემდეგ ისევ დაპირებებით ვმუშაობ, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ, არანაირი კონკრეტული დროსა და ვადაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

თალაკვაძემ დავინახავთ ამის შედეგსო, მაგრამ მე ვერ ვხედავ. სულ მალე თალაკვაძესთვის რამდენია არ ვიცი, მაგრამ თვე ნახევარზე მეტია ის რუსები გაუშვეს, მაგრამ ჩემ შვილს რა?

კი გვეუბნებიან სამოქმედო გეგმა - რა არის მაგათი სამოქმედო გეგმა. ამის მერე ისევ ჟენევაში იქნება შეხვედრა და ისევ ბრიუსელში, ისევ ერგნეთში.. დღესა და რიცხვებს ვითვლი",- ამბობს ზაზა გახელაძის დედა.

გახელაძეების ოჯახი, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ და გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით აქციებს აანონსებენ. 

შეგახსენებთ, ამ დროისათვის ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის უკანონოდ ჰყავს დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე.  მათ საპოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ედავებიან. გენადი ბესტაევს 3-წლიანი, ლაშა ხეთერელს 1 წელი, ხოლო ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი ე.წ. სასამართლოს მიერ.

ამავე თემაზე: 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი