ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანჰესის შესახებ დისკუსიაში ჩართვის მიზნით წერილით მიმართეს. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით,  არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება.

სამინისტროს განმარტებით, უწყების შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვისა და დისკუსიის პროცესის სწორად წარმართვისთვის.

"მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის",- ნათქვამია ეკონიომიკის სამინისტროს წერილში.

წერილის მიხედვით, მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი