ძალიან კარგი თუ ხულიგნობას თავს დაანებებენ - პაპუაშვილი სანქციების გამკაცრებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის აზრით, კარგი იქნება, თუ გამკაცრებული კანონის პირობებში აქტივისტები "ხულიგნობას თავს დაანებენენ". ასე გამოეხმაურა ის  წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის სანქციების გაზრდის კანონპროექტს.

"მოვისმინე მე შეფასებები, თითქოს ეს ამ პოლიტიკურ აქტივს გარკვეულ თვითცენზურას შეუქმნის და ისინი, არ ვიცი, რისთვის თვითცენზურას, რომ ისინი არ ხულიგნობდნენ?! თუ ამას გულისხმობენ თვითცენზურაში და მსუსხავ ეფექტში, ძალიან კარგი თუ ამ თვითცენზურას შექმნის და ისინი ხულიგნობას თავს დაანებებენ. გამოსავალი არის ძალიან მარტივი, ხაზს ვუსვამ, განმეორების შემთხვევაში ხდება, ერთი წლის განმავლობაში თუ მოხდა განმეორება. ყველაზე ადვილი გამოსავალი აქედან არის, ხულიგნობას თავი დაანებონ", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

მისივე განცხადებით, რასაც ქუჩაში ვხედავთ, ეს სამოქალაქო აქტივიზმი არაა, არამედ პოლიტიკური პარტიების - "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური აქტივია.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ეს მორიგი სისტემური დანაშაულია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში კი ამბობენ, რომ კანონში შესატანი ცვლილებები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას დააზიანებს.

სანქციების გამკაცრებაზე კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. ამავე თემაზე: 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი