
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მას შემდეგ გაიმართა, რაც გუშინ, 27 აპრილს ეს გახელაძის ოჯახის წევრებმა მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციები დააანონსეს.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს - დამატებითი დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 291 დღის წინ, სოფელ ქვემო ჭალაში რუსმა ოკუპანტებმა ფეხში დაჭრეს და გაიტაცეს. ქართული მხარე ვერც მისი და ვერც საქართველოს ორი მოქალაქის, ლაშა ხეთერელის და გენადი ბესტაევის გათავისუფლებას ვერ ახერხებს.
იხილეთ ასევე: