ვიშუამდგომლებთ, რომ დღევანდელი პროცესი გადაიდოს - ნიკა მელიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება. პროცესს თავად ნიკა მელია არ დაესწრება, ის წინა სასამართლო სხდომიდან მოსამართლე, ნინო ჩახნაშვილმა გააძევა.

მელიას ერთ-ერთი ადვოკატის თქმით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე შუამდგომლობას დააყენებს, რომ სასამართლო პროცესი გადაიდოს.

"აღნიშნული საქმე უკვე ოფიციალურად არის მიჩნეული პოლიტიკურ მოტივად საქმედ და ამაზე თვითონ ხელისუფლება აწერს ხელს. ასევე ოფიციალურად დაინიცირებულია ამნისტიის პროექტი, რომელიც გამოხატავს, რომ უნდ შეწყდეს საქმე. ამიტომაც აქ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმა, შესავალი სიტყვის თქმა და მტკიცებულებების გამოკვლევის დაწყება თავის მოტყუება იქნება და არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ მართლმსაჯულების იმიტაციაში.

ვიშუამდგომლებთ, რომ პროცესი გადაიდოს, ნამდვილად არ აქვს აზრი არანაირ სამართლებრივ არგუმენტებს, არც სასამართლოსთვის და არც პროკურატურისთვის",- თქვა გიორგი კონდახაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უკვე 2 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმობა ორი დღის წინ განაცხადა, თუმცა იმ პირობით რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი