ნიკა მელიას კიდევ ერთი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება დღეს, 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თავად ნიკა მელია პორცესს არ დაესწრება, რადგან წინა სხდომიდან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გააძევა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერის გათავისუფლების საკითხზე დღევანდელ სხდომაზე მსჯელობას გამორიცხავენ ნიკა მელიას ადვოკატები. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის დააყენებს თუ არა რაიმე სახის შუამდგომლობას შოთაძის უწყებაც.

"ვიცით, რომ რეალურად სასამართლო არ იხილავს ამ საქმეს, ამ საქმეს იხილავს ქართული ოცნება და გადაწყვეტილებებს იღებს ის, უბრალოდ ამ გადაწყვეტილებების გახმოვანება ხდება სასამართლოს შენობაში მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირის მიერ. არანაირი მოლოდინები ამ სხდომასთან დაკავშირებით არ გვაქვს", - თქვა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე უკვე 2 თვეზე მეტია პატიმრობაშია. ნიკა მელიამ ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე თანახმობა ორი დღის წინ განაცხადა, თუმცა იმ პირობით რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწმერი ოპოზიცია 20 ივნისის ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.

საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი