"არ გრცხვენიათ, რომ კოლეგებმა ვალდებულება აიღეს და ეს სკამები ცარიელია" -ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომლებმაც შრალ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს და პარლამენტში შევიდნენ.
ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულების შეფერხებას ცდილობს.
"არ გრცხვენიათ, რომ კოლეგებმა ვალდებულება აიღეს, რომ სამშაბათიდან პლენალურ სხდომებს დაესწრებოდნენ, მიიღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო ცხოვრებაში და ეს სკამები რომ ცარიელია, მათ ნაცვლად არ გერიდებათ?
ეს უფრო მგონია სამარცხვინო, რომ ევროკავშირის ეგიდით, შარლ მიშელის ჩართულობით შექმნილი დოკუმენტის აღსრულების შეფერხებას ცდილობთ", - თქვა ოხანაშვილმა.
პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავდნენ. საკანონმდებლო ორგანიში კანონპროექტი მეორე მოსმენით დრეს, 29 აპრილს მიიღეს.