პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც სანქციების გამკაცრებას გულისხმობს, მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებების მიხედვით, მკაცრდება სანქციები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ასევე, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.
ცვლილებებს ეწინააღმდეგება ოპოზიციის ნაწილი, ასევე, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი შეფასებით, კანონი რეპრესიული ხდება.
ამავე თემაზე: