"ეს იყო ქალბატონი ანას [ნაცვლიშვილი] პირველი გამოსვლა საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსით საქართველოს პარლამენტის ტრიბუნასთან და მე მოველოდი, რომ ის თავის გამოსვლას დაიწყებდა ბოდიშით და ბოდიშსს მოუხდიდა საქართველოს მოსახლეობას და საკუთარ ამომრჩევლებს, რომ აგერ უკვე 6 თვეა ტყუილებით ცდილობენ რაიმე ტალღა ააგორონ ამ ქვეყანაში. ლელოს 3% უკვე 1%-ზეა შემცირებული და ამიტომ მე იმედი მქონდა, რომ ის დაიწყებდა ბოდიშით, სამწუხაროდ მან დაიწყო დამოძღვრით".
თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა "ლელო საქართველოს" წევრზე, ანა ნაცვლიშვილზე.