"ამ კანონპროექტს არ ჰქვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, ამ კანონპროექტს ჰქვია - ქართულ ოცნებას ეშინია კანონი.
ახლა აგიხსნით, რისი გეშინიათ, რადგან ვერ ხვდებით: ერთი გეშინიათ ხალხის პროტესტის, რომელიც მხოლოდ მოიმატებს, არ მოიკლებს და მათ შორის ეს გაზრდილი სანქციები ვერ შეაშინებთ მოქალაქეებს და მეორე გეშინიათ, რომ პოლიციელები ჩამოგეშლებიან. იმიტომ რომ იმ ადამიანებს, მიუხედავად იმისა, რომ უკანონო და უღირს ბრძანებებს აძლევთ და სამწუხაროდ, ბევრი მათგანი ამას ასრულებს, მათ ჰყავთ ოჯახები და გააჩნიათ ღირსება და არავის არ უნდა, თქვენს გამო ესროდნენ ტალახს და ეძახდნენ მონას. გეშინიათ, რომ ეს საპოლიციო სისტემა ჩამოგეშლებათ, ამიტომ გინდათ ამ კანონის მიღება. შიში ქვია და არა საკანონმდებლო ცვლილებები".
თქვა "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 29 აპრილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან.