დაკავებული და რამდენიმე საათით გამქრალი აქტივისტები - არეულობა მარნეულში და სასამართლო ბოლნისში

გამოქვეყნდა:

ბოლნისის სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების საქმის განხილვა. გიორგი მუმლაძე, კახა კვეკვესკირი და ნიკა ნარსია, კიდევ სამი პირი სასამართლოში ცოტა ხნის წინ მიიყვანეს.

მარნეულის მერიასთან დღეს პოლიციამ 6 აქტივისტი დააკავა, რამდენიმე საათით ფაქტობრივად უკვალოდ გააქრო და ახლა ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს. 

ხმაური მარნეულის მერიასთან დღის მეორე ნახევარში, მას შემდეგ  დაიწყო, რაც მოძრაობა საქართველოს აქტივისტებმა პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით აქცია დაიწყეს და გიორგი მუმლაძის ძმის, სიმონ მუმლაძის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება გააპროტესტეს. 

მარნეულის მერიის წინ პროტესტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე უკვე მობილიზებული იყო ათეულობით სამართალდამცველი. აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას და იმის გარკვევას ცდილობდნენ, რატომ დაატოვებინეს სამოქალაქო აქტივისტის ძმას სამსახური.

სიმონ მუმლაძე მარნეულის ორგანული ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოში 10 წელი მუშაობდა, თუმცა მას 2 დღის წინ ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარი უთხრეს. ოჯახი დარწმუნებულია, რომ ეს გადაწყვეტილება გიორგი მუმლაძის არასამთავრობო ორგანიზაციაში საქმიანობასა და  სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირდება.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი