
შემზარავი ფაქტი თბილისში - საქმე დედაქალაქის ერთ-ერთ უბანში უბნელების მიერ მოზარდზე მუქარასა და სექსუალურ ძალადობას ეხება. დაზარალებული 7 წლის ბავშვია, მოძალადეებს შორის კი ორი არასრულწლოვანი, ხოლო ერთი ზრდასრულია.
"მთავარის" ინფორმაციით დაზარალებულის ოჯახში უკვე იყო მისული პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებებიც ჩაატარეს. ეს ფაქტი მეზობლებმაც დაადასტურეს, თუმცა დეტალებზე არავინ საუბრობს, მათ შორის არც ოჯახის ადვოკატი.
"მიმდინარეობს გამოძიება, მე რამდენადაც ვიცი, საქმის მასალებს არ გავცნობივარ და ვერაფერს ვიტყვი, ოჯახს არ სურს ამ თემაზე საუბარი საჯაროდ, ტელევიზიით", - თქვა ოჯახის ადვოკატმა, მილერი ხარებავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით გამოძიება სავარაუდოდ მომხდარ სქესობრივ დანაშაულზე მიმდინარეობს.