ვაპირებ შევიდე ნიკა მელიასთან და ვისაუბრო ორ საკითხზე - ხაზარაძე

გამოქვეყნდა:

მამუკა ხაზარაძე ნიკა მელიას ციხეში მონახულებას გეგმავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

"ვაპირებ უახლოეს დღეებში შევიდე ნიკა მელიასთან, მოვინახულო იგი და ვისაუბრო ორ საკითხზე, რომ იგი დაეთანხმოს ევროკავშირის გირაოს, რომელიც არის უპრეცედენტო. ევროკავშირი და მისი ფონდები დამნაშავეებისთვის გირაოს არ იხდიან და მან ეს შანსი უნდა გამოიყენოს. ეს იქნება გალაწუნება ქართული ოცნებისთვის და მათი მართლმსაჯულებისთვის",  -განაცხადა ხაზარაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიცია დღეს სამოქმედო გეგმაზე მსჯელობს. ისინი მიშელის დოკუმენტის შესრულების ვადებსა და 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტზეც ისაუბრებენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი