"ნიკა მელია არის ფავორიტი" - გიგი წერეთელი მერობის საერთო კანდიდატზე

გამოქვეყნდა:

ნიკა მელია არის ფავორიტი - ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი წერეთელი გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც თვლის, რომ ენმ-ს კანდიდატის გარშემო გაერთიანება "მარცხის ფორმულაა"

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ კოორდინაცია იქნება აუცილებელი და საერთოდ, რაც უფრო მეტია ერთიანობა, შანსებიც იზრდება იმისა, რომ ხელისუფლება დამარცხდეს. თუ ვინმე ოპოზიციურ კანდიდატზეა ლაპარაკი დღეს თბილისის მერობის, რა თქმა უნდა ნიკა მელია არის ფავორიტი ამ შემთხვევაში, იმ შედეგებით რაც მან მიიღო თუნდაც იმ მანიპულირებულ არჩევნებში - თბილისში და იმ მთელი ისტორიით და ამ პოლიტიკური ბრძოლით, რომლითაც ის გამოჩნდა როგორც ლიდერი." - ამბობს წერეთელი.

ვაშაძეს დღეს ნიკა მელიას თანაგუნდელმა და ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემაც უპასუხა. როგორც დეკანოიძე ამბობს, არ არსებობს ივანიშვილის დამარცხების ფორმულა ენმ-ს გარეშე.

 

 

აქცია რუსთაველის გამზირზე | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი