
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აქტივისტებისთვის სანქციების გამკაცრებას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. როგორც პარლამენტთან პარტიის წევრი გიორგი ჩალაძე ამბობს, ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯია და მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმს ემსახურება.
მიღებული ცვლილებები ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის მიერ ახალი ტყვეების, ახალი მძევლების დატყვევებას, დაპატიმრებას და შემდეგ ამათი საშუალებით ზუსტად ისე ვაჭრობას საქართველოს ბედზე, როგორც ახლა პოლიტპატიმრებით გვევაჭრებიან. გუშინ მიღებული ცვლილებები ემსახურება აქ მდგომი ადამიანების, ვისაც სამართლიანი პროტესტი აქვს, ამათ დაკავებას ყოველგვარი მიზეზის გარეშე და ფაქტობრივად სამჯერ გაზრდილი დროით, ვიდრე დღეს მიღებულია წინასწარი დაკევების საკნებში ყოალას, ვიდრე დღეს არის. ეს არ ემსახურება არავის გარდა ივანიშვილის რეჟიმისა. ამის შესახებ შეფასება გააკეთა ამერიკის საელჩომ, შეფასებას გააკეთებენ ევროპელი მეგობრები.. ეს არის გადადგმული ნაბიჯი პირდაპირ ავტორიტარიზმისკენ. აქ სამართლებრივი შეფასება მეორეხარისხოვანია. იმიტომ რომ ეს არის ახალი მძევლების ტყვედ ჩაგდების საშუალება, - ამბობს ჩალაძე.
იხილეთ ასევე: