გაზრდილი ჯარიმები და გამკაცრებული სანქციები - სასჯელი სამოქალაქო პროტესტისთვის

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას სულ უფრო სწრაფი ტემპით ცდილობს. სახელისუფლებო პარტია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების განსახორციელებლად ემზადება, რაც საშუალებას მისცემს, რომ პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსულ სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს,  კანონის ძალით გაუსწორდეს.

"ოცნება" სწორედ იმ მუხლების გამკაცრებას აპირებს, რომლებსაც ოპონენტების გასანეიტრალებლად ყველაზე ხშირად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების პროექტი არაერთ ხარვეზს შეიცავს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეს ივანიშვილის გუნდისთვის ბუნებრივია და შემაფერხებელი ფაქტორი არ არის.

"ოცნების" რეპრესიული ჩასწორებებით კანონპროექტი პირველი მოსმენით პარლამენტმა მიიღო, ახლა კი იურიდიული კომიტეტი სამოქალაქო აქტივისტების განეიტრალების გეგმას მეორე მოსმენით განიხილავს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი