მკვლელობები მკვლელების გარეშე - ორი გამამართლებელი ვერდიქტი და ჩამოშლილი სისტემა

გამოქვეყნდა:

ზაურ სოფრომაძის მკვლელობაში ბრალდებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. მთავარი კითხვა - ვინ არის მკვლელი? ოჯახისთვის ისევ პასუხგაუცემელია. 

8 თვის განმავლობაში გამოძიება ოჯახს არწმუნებდა რომ ზაზა ჩაფიძე იყო ის ადამიანი, ვინც 2020 წლის აგვისტოში ზაურ სოფრომაძეს 20-ჯერ ესროლა, თუმცა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა. სოფრომაძეებს ახლა პრეტენზია საგამოძიებო უწყებების მიმართ აქვს. 

ეს არ არის ერთადერთი საქმე იმერეთში სადაც პროკურატურამ და შსს-მ მძიმე დანაშაულში ბრალდებულის ბრალეულობაში ნაფიცი მსაჯულები ვერ დაარწმუნა.

ელისო ჩეჩელაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით 9 თვის წინ მოკლეს. მძიმე დანაშაულისთვის პოლიციამ მალევე მოკლულის ნაცნობი ბიკე კასიმოვა დააკავა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ნაფიცმა მსაჯულებმა კასიმოვა 30 წლის ქალის მკვლელობაში უდანაშაულოდ სცნეს.

მოკლული ქალის დედისთვის და ახლობლებისთვის გაუგებარია რატომ ვერ შეძლო პროკურატურამ კასიმოვას ბრალეულობაში  ნაფიცი მსაჯულების დარწმუნება მაშინ როცა საქმეში მისი აღიარებითი ჩვენებაც არსებობდა. 

მხოლოდ ეს ორი საქმეც საკმარისია იურისტებისთვის იმის სამტკიცებლად რომ ქვეყანაში სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემა ჩამოშლილია და რომ გამოძიებას სასამართლოში ხშირად ფალსიფიცირებული მტკიცებულებები მიაქვს.

იურისტები დარწმუნებულები არიან რომ ეს საქმეები ნაფიც მსაჯულებს რომ არ განეხილათ განაჩენი ორივე შემთხვევაში გამამტყუნებელი იქნებოდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი