
რუსეთის გადაწყვეტილებას, არ შეუშვას ქვეყანაში 8 პირი, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტი, თავად დევიდ სასოლი ეხმაურება.
არ მივესალმები კრემლის გადაწყვეტილებას. მეტის მოლოდინი მქონდა. მე და ევროპარლამენტს ვერანაირი სანქცია და დაშინება ვერ შეგვაჩერებს ადამიანის უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვაში. მუქარა არ გაგვაჩუმებს. როგორც ტოლსტოი წერს, არ არსებობს სიდიადე, სადაც არ არსებობს სიმართლე, - წერს სასოლი Twitter-ზე.
იხილეთ ასევე: