რუსეთმა 8 პირს, მათ შორის ევროპარლამენტის პრეზიდენტს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დევიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ცნობილი ხდება, რომ ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, ოფიციალური მოსკოვი ქვეყანაში შესვლას კიდევ შვიდ პირს უკრძალავს:

  1. ივარს აბოლინსი (ლატვიის მედიის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე);
  2. მარის ბალტინსი (ლატვიის სახელმწიფო ენის ცენტრის დირექტორი);
  3. ჟაკ მერი (ევროპარლამენტის წევრი საფრანგეთიდან);
  4. იორგ რაუპახი (ბერლინის პროკურატურის თავმჯდომარე);
  5. ასა სკოტი (შვედეთის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული ინსტიტუტის ხელმძღვანელი);
  6. ილმარ ტომუსკი (ესტონეთის ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე);
  7. ვერა იუროვა (ევროპულi კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში).

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური და ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს. 

"ევროკავშირის ასეთი ქმედებები ეჭვს არ ტოვებს, რომ მათი ნამდვილი მიზანი, ნებისმიერ ფასად, ჩვენი ქვეყნის განვითარების შეჩერებაა. ეს ხდება შეერთებული შტატების წახალისებით, რომელიც არ მალავს ინტერესს, ევროპა ხელახლა გადააქციოს მწვავე გეოპოლიტიკური დაპირისპირების ასპარეზად, - აცხადებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი