შეიქმნება თუ არა 20 ივნისის საქმეზე საგამოძიებო კომისია - პარლამენტი ისვენებს

გამოქვეყნდა:

ამნისტიის კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია - "ოცნების" უმრავლესობამ უქმე დღეების საბაბით ტაიმაუტი აიღო და საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობის დაწყება გადადო.

ამ დრომდე  უცნობია, რა დოკუმენტია დარეგისტრირებიული "ოცნების" მიერ. ამაზე ინფორმაციას არც ის  ოპოზიცია ფლობს, რომელსაც ალტერნატიული კანონპროექტი აქვს დარეგისტრირებული, თუმცა დღემდე არ იცის, რისი ალტერნატივა.

პარალელურად,  საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის "ლელო საქართველოსთვის", რომელიც მიიჩნევს, რომ 20 ივნისის საქმეზე განურჩევლად ყველას ამნისტირება დაუშვებელია და კომისიას სწორედ ამის დამზღვევ მექანიზმად გვთავაზობს.  

ამ იდეამ გარკვეული აზრთასხვადასხვაობა შექმნა ოპოზიციის შიგნით. სტრატეგია "აღმაშენებელი" აცხადებს, რომ ეს ინიციატივა შარლ მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული არაა და ამნისტიის კანონის მიღებასთან მისი დაკავშირება არასწორია. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი