
სამოქალაქო საზოგადოება პრემიერმინისტრს, იმ განცხადების განმარტებას სთხოვს, სადაც ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ დავითგარეჯის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება. რას გულისხმობდა პრემიერი და როგორ შეიცვალა სადაო მონაკვეთებზე მხარეების პოზიცია - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მესამე სექტორი პრემიერს კონკრეტული გადაწყვეტილების გასაჯაროვებას სთხოვს.
"რაც შეეხება საქართველოსა და აზერბაიჯანის ძმურ ურთიერთობას, ის არც ღარიბაშვილის ჩასვლით დაწყებულა და არც მისი უკან დაბრუნებით დასრულდება, ეს უკვე დიდი ხანია გრძელდება.
ძალიან მნიშვნელოვანია, რა განსაკუთრებული ახალი რეალობა აღმოჩნდა დღეს ღარიბაშვილის იქ ჩასვლის შემდეგ. ეს აუცილებლად მან უნდა გვითხრას, რამ განაპირობა აზერბაიჯანის ახალი პოზიცია დავითგარეჯთან დაკავშირებით",- თქვა ეთნიკურ და კონფლიქტურ ურთიერთობათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ლელა ჯეჯელავამ.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" წევრის, თამთა მიქელაძის განცხადებით, ეს პრობელმა პოლიტიკურ დღისწესრიგში წლებია დგას და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს.